ჯეიმს აპატურაიმ რუსეთი დაძაბულობის წყაროდ მოიხსენია

0

აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში, ჯეიმს აპატურაიმ, რუსეთის ფედერაციაზე ისაუბრა და მას ევროპაში არსებული დაძაბულობის წყარო უწოდა.
„მთავარი უთანხმოება და გამოწვევები, რაც აღმოსავლეთ ევროპაში გვხვდება, რუსეთთან ურთიერთობებია. აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნები რუსეთზეა დამოკიდებული და ეს დაძაბულობას ქმნის მოსკოვსა და დასავლეთს შორის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ სიტყვით გამოსვლისას.
აპატურაი, ასევე, შეეხო მინსკის შეთანხმებას და აღნიშნა, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„ნატო დაჟინებით მოითხოვს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივსცემას. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი პრობლემების გადაჭრის გზებს ეძებს,“ – აღნიშნა აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაიმ, ასევე, შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის მიერ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრებთან, სამხედრო წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი