ქართველი მეხანძრე-მაშველები პროფესიულ გადამზადებას პოლონეთში გაივლიან

„ქართველი მეხანძრე-მაშველები პროფესიულ გადამზადებას პოლონეთში გაივლიან და ამ ღონისძიებას პოლონური მზარე უზრუნველყოფს“. – ამის შესახებ შეთანხმება პოლონურ და ქართულ მხარეს შორის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
პოლონური მხარე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ხუციშვილს შეხვდა.
დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პოლონური მხარე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ღონისძიებები პროექტ „საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში მორეაგირე მაშველ-სპეციალისტთა განვითარების” ფარგლებში განხორციელდება.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა პროექტის გარდა, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში საქართველოს პროექტის კოორდინატორები ესტუმრნენ: რაფალ მატუშკევიჩი, მარჩინ ლაფიჩი და ვარშავაში სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის მოწვეული პროფესორი, რიშარდ გროსეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები