“რუსთავი 2“–თან სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–თან  სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები წამყვან გიორგი გაბუნიას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.
 საუბარია, მაუწყებლის ერთ–ერთ გადაცემაში წამყვან გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვაზე, რომელიც ღვთისმშობელს შეეხებოდა.
აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება გამოიწვია გიორგი გაბუნიას შემდეგმა შესავალმა სიტყვამ: „დღეს სტუდიაში უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს. არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ ტელეწამყვანი ბოდიშს არ მლიხდის, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ და “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები