“გამოკვეთილი ტენდენცია იმისა, რომ დეკრიმინალიზაციის შემდეგ მომხმარებელთა რიცხვი აუცილებლად იკლებს, არ არსებობს”

„გამოკვეთილი ტენდენცია იმისა, რომ დეკრიმინალიზაციის შემდეგ მომხმარებელთა რიცხვი აუცილებლად იკლებს, არ არსებობს“, – ამის შესახებ სამართლისა და პოლიტიკის დოქტორმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ განაცხადა.
მან ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკრიმინალიზაციამ ხელი არ უნდა შეუწყოს ნარკორეალიზატორებს.

„კანონი ისე უნდა იყოს ფორმირებული, რომ ნარკორეალიზატორებმა დეკრიმინალიზაცია თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენონ. როცა მომხმარებელი არ დაისჯება, ძალიან ძნელი იქნება იმის მტკიცება, რომ ნარკოტიკი, რომელიც კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება, მას სჭირდება პირადი მოხმარებისთვის თუ სარეალიზაციოდ. ეს საკმაოდ გაართულებს მდგომარეობას. მაგრამ კანონმდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ ნარკომომხმარებელთა გათავისუფლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან შეღავათი არ იყოს ნარკორეალიზატორისათვის. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციის შემდეგ მომხმარებელთა რიცხვის შემცირებას, არიან ქვეყნები, სადაც დეკრიმინალიზაციამ დადებითად იმუშავა, არიან ქვეყნები, სადაც დადებითად არ იმუშავა. რაიმე გამოკვეთილი ტენდენცია, რომ აუცილებლად იკლებს მომხმარებელთა რიცხვი, არ არსებობს. ეს დამოკიდებულია ქვეყნის სპეციფიკაზე, მენტალიტეტსა და კიდევ ბევრ რამეზე“, – განაცხადა ჯემალ გახოკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები