რუსული მხარის მტკიცებით, ქართული მხარე, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის ფაქტებს განგებ ამახინჯებს

რუსული მხარის მტკიცებით, ქართულმა მხარემ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის ამსახველი ფაქტების დამახინჯებული ვერსიები წარადგინა.

როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის წარმომადგენლებმა, საქართველოს მიერ წარდგენილი ბრალდებები, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უარყვეს.

ამასთან, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ, ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები უარყო იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს რაიმე კავშირი ჰქონდათ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევებთან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა მხარემ მოსამართლეებს უკვე წარუდგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ქართული მხარე ფაქტებს განგებ ამახინჯებს.

„ქართული მხარე არ აღიარებს თავის ინიციატივას შეიარაღებული კონფლიქტის ინიცირების თაობაზე და რუსეთს არაპროპორციულ ქმედებებში ადანაშაულებს. ქართული მხარე არაფერს ამბობს იმაზე, რომ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იცავდნენ ქართული ჯარის თავდასხმისგან, – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფენ იმას, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რათა სიცოცხლისა და საკუთრების ხელყოფის ფაქტები თავიდან აეცილებინათ.

რუსულმა მხარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა სუსტია, იმის გამო, რომ მონტაჟისა და ფალსიფიცირების ნიშნებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები