კლუბი „ბასიანი” იხსნება

კლუბ “ბასიანის” დამფუძნებლები ტატო გეთია და ზვიად გელბახიანი კლუბში შევიდნენ. როგორც გელბახიანმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე რამდენიმე საათის წინ დაწერა, მათ შსს-დან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კლუბს უბრუნებდნენ.

“მეგობრებო, დაგვირეკეს შ.ს.ს-დან და გვითხრეს, რომ ბასიანს გვიბრუნებენ. გავდივართ კლუბში სანახავად! The door is open! მე მგონი სახლში ვბრუნდებით”,-წერს ზვიად გელბახიანი სოციალურ ქსელში.

ერთ-ერთი დამფუძნებლის ტატო გეთიას განცხადებით კი, მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

“ვერ ვიტყვი რომ გახარებული არ ვარ, დახურვის საშიშროების წინაშე ვიდექით და ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო”, – განაცხადა ტატო გეთიამ.

კლუბში დამფუძნებლები იურისტთან ერთად შევიდნენ, მათთან ერთად გამომძიებლებიც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ კლუბი „ბასიანი“ 12 მაისს შსს-ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები