იუსტიციის მინისტრის მოადგილე: რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებს ჰქონდათ აბსოლუტური კონტროლი საქართველოს საჰაერო სივრცეში

რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავებს ჰქონდათ აბსოლუტური კონტროლო საქართველოს საჰაერო სივრცეში“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ სტრასბურგის სასამართლოში ხვალ ჩანიშნულ პროცესთან დაკავშირებებით განაცხადა.
ამ მომენტშიც მიმდინარეობს ძალიან აქტიური სამუშაოები. ჩვენ ვიხილავთ ჩვენს იურისტებთან ერთად, საბოლოოდ ვათანხმებთ ყველა დეტალს, გავდივართ გამოსვლას, ასევე ვჯერდებით და ვმუშაობთ კითხვა–პასუხებზე. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პოზიცია, რომელსაც ჩვენ დავაფიქსირებთ იყოს მკაფიო, იყოს ეფექტური, რამაც უნდა მოიტანს საბოლოო შედეგი. ერთობლიობაში იმ მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ვახსენე ეს არის სარადარო, დინამიური მონაცემები, სადაც თითქმის უწყვეტად ჩაწერილია 8–დან 12–მდე და რომელიც მიუთითებს და ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავებს ჰქონდათ აბსოლუტური კონტროლო საქართველოს საჰაერო სივრცეში“, განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

დღეს, 22 მაისს ქართულმა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადვოკატის სიტყვა კიდევ ერთხელ მოისმინეს და ზეპირ განხილვამდე ერთი დღით ადრე ყველა დეტალი საბოლოოდ დააზუსტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები