ბექა ძამაშვილი-“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე: ბალისტიკური რაკეტა გამოყენებული იყო მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ

გორის ცენტრში „ისკანდერის“ ჩამოგდების ეპიზოდი რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას ადასტურებს; პირველ რიგში, იმას,  რომ ბალისტიკური რაკეტა გამოყენებულ იქნა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ,-ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
მისივე მტკიცებით, მტკიცებულებები საკმაოდ მყარია, დაწყებული აფეთქების მომენტით. გადაღებულია უშუალოდ აფეთქების მომენტი და შემდეგ გამყარებულია მთელი რიგი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტის დასკვნით, რომ ეს იყო არა მხოლოდ „ისკანდერი“, არამედ ის „ისკანდერი“, რომელიც მხოლოდ რუსული არმიისთვის იყო განკუთვნილი.

“გორის ცენტრში „ისკანდერის“ ჩამოგდება ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდია, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს. ეს ეპიზოდი რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას ადასტურებს; პირველ რიგში, იმას, რომ ბალისტიკური რაკეტა გამოყენებულ იქნა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ქალაქის ცენტრი, რომელიც მთლიანად დაცლილი იყო სამხედროებისაგან. მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა იქ. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ომის დროს ხდებოდა მშვიდობიან მოსახლეობასა და მშვიდობიან ობიექტებზე პირდაპირი თავდასხმები, და, ამასთან, ისეთი იარაღით, როგორიცაა „ისკანდერი“. ეს არის ძალიან დიდი სიზუსტის მქონე ბალისტიკური იარაღი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამიზნე იყო სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც ქართულ მხარეს ცალმხრივად უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები. შესაბამისად, თვითონ მტკიცებულებები საკმაოდ მყარია, დაწყებული აფეთქების მომენტით. გადაღებულია უშუალოდ აფეთქების მომენტი და შემდეგ გამყარებულია მთელი რიგი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტის დასკვნით, რომ ეს იყო არა მხოლოდ „ისკანდერი“, არამედ ის „ისკანდერი“, რომელიც მხოლოდ რუსული არმიისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დადგენის კუთხით უმნიშვნელოვანესია, რომ სხვას არავის შეეძლო, ეს იარაღი იქ ჩამოეგდო“, −განაცხადა ძამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები