“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში: ყველა ვაცნობიერებთ იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება

ყველა კარგად ვაცნობიერებთ იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება,-აღნიშნული განცხადება “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმის ქართული მხარის ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბენ ემერსონმა გააკეთა.
ადვოკატის განცხადებით, იგი ხვალინდელ პროცესზე სამართლიანი შედეგის მიღწევას ელოდება.
“ამ პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერდა იუსტიციის სამინისტროს იურისტების შესანიშნავი გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდა იმ მტკიცებულებისა და მასალების მაქსიმალურად მოპოვებაზე, რასაც უნდა უზრუნველეყო სასამართლოს სრული მზადყოფნა სამართლიანი შედეგის მისაღწევად. და სწორედ ამის იმედი გვაქვს ხვალინდელი პროცესის შედეგად“, − აცხადებს ბენ ემერსონი.სტრასბურგის სასამართლოში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმის ზეპირი მოსმენა, ხვალ, 23 მაისს გაიმართება.
დღეს, კი ქართულმა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადვოკატის სიტყვა კიდევ ერთხელ მოისმინეს და ზეპირ განხილვამდე ერთი დღით ადრე ყველა დეტალი საბოლოოდ დააზუსტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები