ბექა ოდიშარია-“ვარდების მოედანზე”- ასეთ ღირშესანიშნავ ადგილს უნდა ეწოდოს ისეთი მოვლენის სახელი, რომელიც მთელ ერს აერთიანებს
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია საკრებულოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ყოფილი რესპუბლიკის, ამჟამად კი ვარდების მოედნისათვის, სახელის გადარქმევას ითვალისწინებს.
„სამწუხაროდ ჩვენი ულამაზესი ქალაქი არ არის განებივრებული ისეთი ფართო მოედნებითა და პიაცებით როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქალაქებშია. ვფიქრობ, რომ თითოეულ ასეთ ღირშესანიშნავ ადგილს უნდა ეწოდოს ისეთი სიმბოლოს ან მოვლენის სახელი, რომელიც მთელ ერს აერთიანებს და ასახავს ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის საერთო სულისკვეთებასა და მისწრაფებებს. თუ ერთ-ერთი ცენტრალური მოედნისათვის პირველი რესპუბლიკის სახელწოდების მინიჭება დამოუკიდებლობის 100 წლის აღნიშვნის პარალელურად მოხდება, ვფიქრობ ეს თავისუფლების მოყვარე მრავალი თაობისათვის და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისათვის, რომლებიც მხარდაჭერას გვიცხადებენ ჩვენი,ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება”- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.