საქართველოს ადვოკატი სტრასბურგში: სასამართლოში, აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის აგრესიული ქმედებები გამოჩნდება

საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა, ბენ ემრესონმა ხვალ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასამართ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო მოსმენასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს ისტორიული მომენტია. ის იმედოვნებს, რომ რაც სინამდვილეში მოხდება, ყველაფერი ზუსტად იქნება ასახული.
როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოსთვის, აღნიშნული საქმე პრეცენდენტულია.
“ხვალინდელი მოსმენა ისტორიულია საქართველოსთვის, რუსეთისთვის და თავად ევროსასამართლოსთვის. ოფიციალურად, სასამართლო პირველად მოისმენს ურთიერთსაპირისპირო ისტორიებს. იმედი მაქვს, რომ ზუსტად იქნება ასახული ის, რაც სინამდვილეში მოხდა და რაც ახლაც ხდება, რუსეთის აგრესიული ქმედებები და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დიდი გამოწვევაა ევროსასამართლოსთვის, რადგან პირველად მოიწვიეს სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის დროს მასშტაბური და სერიოზული დარღვევების განსახილველად. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ის ხელთ გვაქვს და მოსმენის წინ საჯაროდ წინასწარ მათზე საუბარი ჩემი მხრიდან არასწორია”,-განაცხადა ბენ ემერსონმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში ხვალ აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო მოსმენა გაიმართება. ხვალინდელი სხდომის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, სათათბიროდ გავა. გადაწყვეტილების გამოცხადებას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები