მამუკა მდინარაძე: აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ დღეების განვავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს. მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორები საქართველოს მიმართ  მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ აფიქსირებენ.

“თქვენ ხედავთ, რომ ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ძალიან წარმატებული ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის. კიდევ ერთხელ და მკაფიოდ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მთავარი სტრატეგიული პარტნიორები და მისი წარმომადგენლები აფიქსირებენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველო ნამდვილად ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს და მათი თითოეული სიტყვა, რაც ამ დღეებში გახმოვანდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო ჩქარა, უფრო სწრაფი დინამიკით მივდივართ იმ მიზნისაკენ, რაც არის ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის რეალური მიზანი”,- განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი 21-დან 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები