თეა წულუკიანი აშშ-ზე: ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამ ხარისხის მხარდაჭერა

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამ ხარისხის კიდევ ერთხელ გამოცხადებული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა პრიორიტეტია.
„საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. მივესალმებით და მადლიერი ვართ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების. ის სამართლებრივი დავა კი, რომელიც ხვალ ზეპირი სხდომის სახით შედგება სტრასბურგის სასამართლოში, საბოლოოდ მოგვცემს პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ შევძლებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა და შევქმნით პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველს, რომ ეს მშვიდობიანი ბრძოლა იყოს წარმატებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები