ალექსანდრე დარახველიძე: უხეში დათვლებით, ამ წუთებში ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება.
„მათ [მიგრანტებს] სხვადასხვა უწყება აღრიცხავს. ადამიანების დადარება რომ მოხდეს, მათ სახელსა და გვარში ერთი ასო რომ შეიცვალოს, ეს გაორებას იწვევს – მოგეხსენებათ, ზოგიერთ უცხოელს ხუთ-ექვს სიტყვიანი სახელი და გვარი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, უხეში დათვლებით, ამ წუთებში ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია – შეიძლება მეტიც იყოს. ამას ემატება ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს“, – განაცხადა დარახველიძემ.