აკაკი ზოიძე: ნარკოგასაღებასთან მიმართებაში, პოლიტიკა გამკაცრდება

0

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოგასაღებასთან მიმართებაში, პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მოხდება ჰუმანიზაცია.
შესაბამისი კომენტარი ზოიძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით, მოხდება ჰუმანიზაცია. რა დონეზე და რა ვადებში, – ეს იქნება მსჯელობის საკითხი. რეალურად, საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ. ამაზე ყველა თანხმდება. საუბარი იქნება ვადებთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება.
რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი ცვლილების შედეგად არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება, მათი წახალისება თუ ახალი მომხმარებლების გაჩენა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი