სლავიანსკის განაპირა რაიონებში შეტაკებები განახლდა

    დონეცკის ოლქში, კონკრეტულად კი სალავიანსკის განაპირა რაიონებში შეტაკებები განახლდა. წუხელ ქალაქის შემოსასვლელთან არტილერიიდან და ავტომატებიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს.
სოფელ ანდრეევკასთან დაცხრილეს საგუშაგო პუნქტი. ” ჩვენ ავტომატებით გვესროდნენ. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა“- აცხადებს ერთ-ერთი ჯარისკაცი. აღნიშნული საგუშაგო არაერთხელ გახდა კიევის ხელისუფლების ქვეშ მყოფი ჯარისკაცების სამიზნე.
სლავიანსკის თავდაცვის შტაბში ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციას ავრცელებენ. მათი თქმით ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა და დაღუპულთა რიცხვის დადგენა მიმდინარეობს. ,,კომსომოლსკსია პრავდის“ კორესპონდენტის თქმით, კიევის ,,ანტიტერორისტული ოპერაციის“ რამოდენიმე წევრი სლავიანსკში შეღწევას ცდილობდა. სამხრეთით არტილერია მოქმედებს და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის სროლის ხმა ისმის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქთან არსებული მთის, კარაჩუნის იერიში იგეგმება, რომელზეც სატელევიზიო ანძაა განთავსებული.
დღეს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში რეგიონის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები