ზესტაფონში სახალხო მსვლელობა გაიმართა

„ეროვნული სამოსის დღე“ ზესტაფონში სახალხო მსვლელობითა და კონცერტით აღინიშნა. ღონისძიება ქალაქის კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ინიციატივით მოეწყო. მასში საჯარო სკოლების მოსწავლეები, ბავშვთა სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლები, მერიის წარმომადგენლები და მოსახლეობა მონაწილეობდა.

ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა და მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილი – აღმაშენებლის გამზირი ფეხით გაიარეს და მოედანზე კონცერტი გამართეს. ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კი ეროვნული სამოსის გამოფენა გაიმართა.

„მივესალმებით ამ წამოწყებას, რადგან ეროვნული სამოსი ჩვენი სიამაყეა, ისევე როგორც ქართული ცეკვა, სიმღერა და ჩვენი ფოლკლორი. გვიხარია ახალგაზრდების ასეთი დაინტერესება და ვეცდებით ყოველთვის ხელს შევუწყობთ მათ“, – განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები