“ოპოზიციას დონალდ ტრამპის გამარჯვება იმიტომ არ უხარია, რომ მისი კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის და ტრადიციული ღირებულებების ნარატივზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია.
„ოპოზიციას დონალდ ტრამპის გამარჯვება იმიტომ არ უხარია, რომ ჩელიაბინსკში იღვიძებენ მათი წარმოდგენით, ეს ნახევრად ხუმრობით. სინამდვილეში იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის და ტრადიციული ღირებულებების ნარატივზე. იმიტომ, რომ ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ამ საკითხზე ღიად საუბრობდა და თურმე ეს ქართული ნარატივი კი არ ყოფილა, მსოფლიოში არიან ლიდერები, მათ შორის აშშ-ში აწ უკვე არჩეული ლიდერი, რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობდა ღიად და საქილიკო თურმე არაფერი ყოფილა. ოთხ მილიონიან ქვეყანაში კი არ საუბრობენ მხოლოდ ამაზე, არამედ თურმე ამ ნარატივის გამო აშშ-ს მოსახლეობა მხარს უჭერს უფრო მეტად იმ ლიდერს, რომელიც ამ კამპანიას მიჰყვება და არა პირიქით. სწორედ ამიტომ არ უხარია ჩვენს ოპოზიციას ტრამპის გამარჯვება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.