“საერთაშორისო გამოძიებისთვის მისაწოდებლად ყველა მასალა მზად არის” – გიორგი ვაშაძე

“უტყუარად დადასტურებულია, რომ არჩევნების შედეგები გადაიწერა, ჩვენ გავიმარჯვეთ და გამარჯვებას სხვა იჩემებს”, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი მტკიცებით, არჩევნების გაყალბების მტკიცებულება უამრავია.

“ვითხოვთ არჩევნების გაუქმებას, პარალელურად, საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა მასალა მზად არის. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. აქედან გამომდინარე, ამ შედეგების გაუქმებას ვითხოვთ, პროტესტი უწყვეტად გრძელდება”, – აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები