გია აბაშიძე აშშ-ის არჩევნებზე: მშვიდობასა და ტრადიციულ ღირებულებებს ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება, პოსტ-ლიბერალურმა ეპოქამ დამაჯერებლად შემოაბიჯა სამყაროში

“მშვიდობასა და ტრადიციულ ღირებულებებს ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება, პოსტ-ლიბერალურმა ეპოქამ დამაჯერებლად შემოაბიჯა სამყაროში”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ძალიან უხარიათ, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს.

აბაშიძის თქმით, უსამშობლო “ნაცების” სამარცხვინო გზავნილები და იარლიყები, რომ პატრიოტიზმი თურმე რუსეთუმეობაა, ფერფლად ქცევის პროცესშია.

„მშვიდობასა და ტრადიციულ ღირებულებებს ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება, პოსტ-ლიბერალურმა ეპოქამ დამაჯერებლად შემოაბიჯა სამყაროში. უსამშობლო “ნაცების” სამარცხვინო გზავნილები და იარლიყები, რომ პატრიოტიზმი თურმე რუსეთუმეობაა, ფერფლად ქცევის პროცესშია“, – წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, Fox News-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები