“არათუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი გვქონდა” – მდინარაძე

“არათუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი გვქონდა. ამ შემთხვევაში, მით უმეტეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების ფონზე, უკრაინაში ომის დასრულების შანსი უფრო მეტია.

„ამ შემთხვევაში, რადგან ომის დასრულების შანსი უფრო მეტია, შესაბამისად, ურთიერთობების გადატვირთვის შანსი, ჩემი აზრით, იზრდება ორივე მხრიდან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები