„ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც დისკომფორტი შეექმნათ“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ სატელევიზიო ეთერში ვრცლად ისაუბრა. მისივე თქმით, ადგილზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა იმიტომ იყო მობილიზებული, რომ კლუბებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები იმყოფებოდნენ, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე.

„კლუბებში იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამის გამო იყო, ადგილზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა მობილიზებული. ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი, აბსოლუტურად ლეგიტიმური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით კლუბში და კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დისკომფორტი შეექმნა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები