ლევან გოგიჩაიშვილი: ცვლილებები, რომელიც შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვას ეხება, მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ცვლილებები, რომელიც შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვას ეხება, მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა.

„აღნიშნული ცვლილება არის ტექნიკური სახის, ხდება კონსტიტუციური ნორმის სიტყვასიტყვითი გადატანა შესაბამის კანონებში, რადგან ყველა კანონი ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ინიციატივა არ გულისხმობს არანაირ ცენზურას, ან დამატებითი შეზღუდვებს. პირიქით, შემოდის ახალი, სასამართლო სტანდარტი”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მისივე თქმით, „ცვლილებები არავითარ ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს გამოხატვის და არცერთი შემოქმედის თავისუფლებაზე“.

ცვლილებების თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები