გია ვოლსკი: სახელისუფლებო გუნდი არის ავტორი, რა პოზიტივიც გუშინ მოხდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გუშინდელი „პოზიტივის ავტორი“ მხოლოდ შს მინისტრი გიორგი გახარია არ არის.
„რასაკვირველია, პოზიტიურად ვაფასებ. ეს არ იყო მხოლოდ გახარიას ქმედება. ამას წინ უძღვოდა მოლაპარაკებები, სტრატეგიის დაგეგმვა და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული ყველა ნაბიჯი. ასე რომ, სახელისუფლებო გუნდი არის ავტორი, რა პოზიტივიც გუშინ მოხდა. არსებობს რაღაც საკითხები, სადაც შეკითხვები დარჩა და ამ შეკითხვებს სრული პასუხი გაეცემა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის უმრავლესობიდან, ითხოვს შს მინისტრის მისვლას პარლამენტში და ყველას ექნება საშუალება, დასვას შეკითხვები და პასუხები მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები