ბოლნისის მერიაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

ახალი რეგულაციების შესახებ საზოგადოების წარმომადგენლებს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელმა ესაუბრა.

ლელა სტურუამ სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თამბაქოს მოხმარებაზე არსებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით.

კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონზე (2020 წლამდე).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები