Fox News-ის მონაცემებით, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიისგან უკვე 277 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.
1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.
რესპუბლიკელი კანდიდატი უკვე გამოცხადდა გამარჯვებულად ორ “მერყევ შტატში”- ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში. ამასთან, იგი ლიდერობს არიზონაში, მიჩიგანში, ნევადაში, პენსილვანიასა და ვისკონსინში.
მხარდამჭერები დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლას ელოდებიან.
ამასთან, კამალა ჰარისის კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღეს დემოკრატი კანდიდატი სიტყვით არ გამოვა. ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ჰარისის მხრიდან დამარცხების აღიარებას ნიშნავს.