გურამ მაჭარაშვილი: ტრამპის არჩევით დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ კაცი კაცად დარჩეს და ქალი ქალად. პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა ეს არაერთხელ თქვა და ვხედავთ, რომ ამერიკის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამას ემხრობა. გაიხსენეთ, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ამერიკის საზოგადოება მხარს უჭერს პარტნიორულ ურთიერთობას, მშვიდობას, ტრადიციებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მხარს არ უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვაიგივებდით ბაიდენის ადმინისტრაციას ამერიკის საზოგადოებასთან. ამ არჩევნებზე ზუსტად დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეც ვამბობდით, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს გადავხედავდით, მათ შორის, ამერიკასთან, ევროკავშირთან. ახლა როგორც ჩანს, კიდევ უფრო პერსპექტიულია ეს მიმართულება, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპს ამ შემთხვევაში აქვს ის კონსერვატიული მიმართულება, რაც ასევე არის ჩვენი მიმართულება და, რა თქმა უნდა, გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, Fox News-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები