“ჩვენ დღეს პროკურატურას, დამატებით, წარვუდგენთ რამდენიმე ათეულ ფაქტს სავარაუდო დანაშაულების შესახებ, თუ როგორ ხდებოდა “ქართული ოცნების” ხმების მოპარვა – განეიტრალება” – მდინარაძე
“იმ ფონზე, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არათუ (რასაც გვპირდებოდნენ) უპრეცედენტო მასშტაბისა და თეორიულადაც კი დაუშვებელი მასშტაბის გაყალბების ფაქტები (ერთი ხმის მოპარვის რეალური მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინეს), ჩვენ დღეს პროკურატურას, დამატებით, წარვუდგენთ რამდენიმე ათეულ ფაქტს სავარაუდო დანაშაულების შესახებ, თუ როგორ ხდებოდა “ქართული ოცნების” ხმების მოპარვა – განეიტრალება”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“მთლიანობაში, ამ ეტაპზე, საუბარია 102 იდენტიფიცირებულ ფაქტზე. საერთო ჯამში, ჩვენ ვიკვლევთ ასეთ 420-მდე შემთხვევას”, – განაცხადა მდინარაძემ.