ნიკოლეიშვილი – ტრამპის გამარჯვებაზე: რამდენად დაამწუხრა ამ ფაქტმა სრულიად ოპოზიცია, მათ პარტიულ ტელევიზიებსაც ეტყობა

“მთელი მსოფლიო მედიის ყურადღება მიპყრობილია ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისაკენ, უკვე ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ. თუმცა, თუ რამდენად დაამწუხრა და დაამუნჯა (სავარაუდოდ არა სამუდამოდ!) ამ ფაქტმა სრულიად ოპოზიცია, ეს მათ პარტიულ ტელევიზიებსაც ეტყობა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მაგალითად, ტვ პირველმა საერთოდ ერთი სიტყვითაც არ ახსენა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, სამაგიეროდ მთელი საეთერო დრო სააპელაციო სასამართლოსთან თავმოყრილ ხელმოცარულ მავნებელთან შეკრებას მიუძღვნა. შოკირებული არიან, ვინაიდან მალე აშშ-ის ადმინისტრაციაში, იმათ ვინც დედის და მამის ჩანაცვლებას დანომრილი მშობლებით აპირებდა, ჩაანაცვლებენ ის ადამიანები, რომლებიც მტკიცედ ამბობენ, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები