“ისე მიდის საქმე, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, ისე გაქრეს, გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს” – მაჭარაშვილი

“ისე მიდის საქმე, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, ისე გაქრეს, გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს – პრაქტიკულად, გეგმაში არიან ჩაკარგულები იმიტომ, რომ რეალურად, გეგმა არ არსებობს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში, პრაქტიკულად, არის ნიჰილიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სხვაობით დამარცხდნენ ამ არჩევნებზე.

“ვერც გაყალბების მტკიცებულებები წარმოადგინეს, ვერც პროკურატურაში, ვერც საჯარო სივრცეში, ამავდროულად, თავიანთივე ამომრჩეველი არის გაბრაზებული. მათი გეგმა იყო, რომ გაებრაზებინათ ხალხი, რეალურად თავიანთი ამომრჩეველი გააბრაზეს და ერთმანეთი გააბრაზეს. მაგალითად, გვარამია გააბრაზეს, არ უყიდეს კარავი და აღარ დადის აქციებზე და მათ შორის, მათივე ამომრჩევლები ამბობენ, რომ ისინი გეგმაში არიან ჩაკარგულები პრაქტიკულად. საქართველოს რუკაზე ფერებში ჩაიკარგნენ და ვერ დაადგინეს ფერები და ახლა ღონისძიებებზე ჩაიკარგნენ გეგმებში, იმიტომ, რომ გეგმა რეალურად არ არსებობს. ერთადერთი გეგმა, რაც გამოაცხადეს არის მამუკა ხაზარაძე და მამუკა ხაზარაძის გეგმა არის, რომ თვითონ გადარჩეს და სხვა ჩაძიროს. ეს არის რეალობა. შესაბამისად, ყოველდღიურად ვხედავთ იმას, რომ ე.წ. აქციებზე თავიანთივე ამომრჩეველი საყვედურობს, რომ ოპოზიციას არც გეგმა აქვს, არც მიზანი. ამიტომ ისე მიდის საქმე, რომ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება ისე გაქრეს, რომ გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს. ეს არის რეალობა,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები