“ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება ივლისს-აგვისტომდე სწორი არ იქნება”

ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება ივლისს-აგვისტომდე სწორი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს არ იქნება სწორი რომელიმე კანდიდატის დასახელება. მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები. ეს კონსულტაციები, ალბათ, ახლო მომავალში მივა ბოლომდე. ჩვენ მალევე გვეყოლება, სავარაუდოდ, პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ იქნება სწორი ივლისს-აგვისტომდე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები