იუსტიციის სამინისტრო გიორგი ტუღუშის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გიორგი ტუღუშის განცხადებას ეხმაურება.
წულუკიანის უწყების გამოხმაურებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება გიორგი ტუღუშის არაკომპეტენტურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „იუსტიციის სამინისტრო არანაირ აქტიურობას არ იჩენდა იმასთან მიმართებაში, რომ რეალური აღსრულება მოხდეს და რუსეთმა კომპენსაცია გადაიხადოს, რომელიც საქართველოსთან წააგო“.
ბ-ნი ტუღუშის პასუხად გაცნობებთ, რომ: 2014 წლის 3 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სახელმწიფოთშორის დავაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის ფედერაციიდან 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევებით რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა. თუმცა, სასამართლომ მიუთითა, რომ კომპენსაციის საკითხზე გადაწყვეტილებას იმ ეტაპზე არ მიიღებდა და მოგვიანებით ცალკე გადაწყვეტილებას გამოიტანდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის გაზაფხულზე, დადგენილ ვადაში, საკუთარი პოზიცია წარადგინა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და მოითხოვა კომპენსაცია დეპორტაციის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე წარადგინა სახელობითი ასეულობით მსხვერპლის სია, რაც სასამართლომ მოითხოვა და რაც წინა ხელისუფლებისა და ბატონი ტუღუშის ომბუდსმენობისას გაგზავნილი არ ყოფილა. წინა ხელისუფლების ეს ხარვეზი ევროპულ სასამართლოს სამწუხაროდ არ გამორჩენია. ამჯერაად იუსტიციის სამინისტრო, ისევე როგორც დაზარალებული მოქალაქეები ელოდებიან სტრაბუსგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპენსაციის თაობაზე.
ამრიგად, მიმდინარე საკითხის უკვე გადაწყვეტილებად გამოცხადება, მით უმეტეს როცა საამაყო თავად ამ საკითხზე არაფერი გაქვს, ბ-ნი გიორგი ტუღუშის მხრიდან ზედაპირული და არაკომპეტენტური განცხადებაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები