ირაკლი კობახიძე: ჩვენი ვალია, რომ თითოეული ვეტერანისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. როგორც მან ვაკის პარკში ამ დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, ყველას ვალია, რომ თითოეული ვეტერანისთვის შევქმნათ ღირსეული პირობები და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„დღეს არის მსოფლიოს უდიდეს ბოროტებაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მინდა ეს დღე მივულოცო ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. მინდა, მათ მხნეობა და ჯანმრთელობა ვუსურვო. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ისტორიაში და ამ დღეს ვულოცავ ყველას. ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ღირსეული პირობები თითოეული ვეტერანისთვის და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ამისთვის კეთდება ბევრი რამ. პარლამენტი მზად არის, რომ განიხილოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დამატებით შეიძლება დაეხმაროს ჩვენს ვეტერანებს ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში”, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები