ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი თავიდანვე დაუპირისპირდა საკონსტიტუციო რეფორმას

„ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს კონსტრუქციული როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმაში, ის არ შემოვიდა საერთოდ კომისიაში აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის ხუთწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში, მას არ ახსენდება არცერთი ეპიზოდი, სადაც პრეზიდენტმა გამაერთიანებლის როლი შეასრულა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი ხშირად გამოდიოდა როგორც დაპირისპირების ინიციატორი და ამის მთავარი მაგალითია საკონსტიტუციო რეფორმა.
“თქვენ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ეპიზოდი, სადაც გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა როგორც გამაერთიანებელი რაიმე პროცესში, მაშინ მე შემიძლია ჩემი დასკვნა შევცვალო, თუმცა, არც ერთი ეპიზოდი მის ხუთწლიან საპრეზიდენტო კარიერაში არ მოიძებნება, სადაც პრეზიდენტი გამოდიოდა როგორც გამაერთიანებელი. როგორც გამყოფი, გამთიშავი, დაპირისპირების ინიციატორი, ის გვახსოვს ჩვენ ძალიან ხშირად, თუმცა, გამაერთიანებელი არა.
პირადად ჩემთვის მთავარი მაგალითი არის საკონსტიტუციო რეფორმა. ნაცვლად იმისა, რომ მას კონსტრუქციული როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმაში, ის არ შემოვიდა საერთოდ კომისიაში აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით, რეალურად საბაბიც კი არ არსებობდა ამისათვის, და თავიდანვე დაუპირისპირდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს. აქაც პრეზიდენტმა შეასრულა არა გამაერთიანებლის, არა კონსტრუქციული, არამედ, სამწუხაროდ, დესტრუქციული როლი, რაც არის ზოგადად დამახასიათებელი პრეზიდენტის ამ 5 წლიანი კარიერისათვის.
იგივე, რაც მოხდა. წარმოიდგინეთ, რომ ისეთი რამე გააკეტა ბოლოს გიორგი მარგველაშვილმა, რომ ყველამ ერთად გააკრიტიკა. ეს მეტყველებს სამწუხაროდ იმაზე, რომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ბატონი გიორგი მარგველაშვილი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები