ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა

8 მაისს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 48 123-ს შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა – 27 932-ს; საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

№2  გიორგი უგულავა – „ბაქრაძე,უგულავა – ევროპული საქართველო“ – 10,417 (38,38%);

№17  გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“ – 124 (0,46%);

№21  ზურაბ ქართველიშვილი – „ტრადიციონალისტები“ – 60 (0,22%);

№23  მამუკა ტუსკაძე – „ახალი ქრისტიან – დემოკრატები“ -399 (1,47%);

№41  გივი ჭიჭინაძე -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 15,705 (57,86%);

№42  ვასილ კოპალიანი – დამოუკიდებელი – 438 (1,61%).

საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია გივი ჭიჭინაძე (№41). საუბნო საარჩევნო კომისიების მიხედვით შედეგები იხილეთ სპეციალურ ბმულზე: http://results.cec.gov.ge/protocols/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები