ირაკლი სესიაშვილი და სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, კომიტეტების წევრებთან ერთად, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა, რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობასა და ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტმა არაერთხელ გამოხატა ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა და მკაცრი პოზიცია ოკუპაციასთან მიმართებაში. მათ აპრილში ცალკე მოსმენა ჩაატარეს საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორმხრივი ურთიერთობა საპარლამენტო დონეებზე გაგრძელდება რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ამით ხელი შეეწყოს რეგიონში მშვიდობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

„მნიშვნელოვანია ჩვენს კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ მათ ეს ყველაფერი გაითვალისწინონ, იმ რეზოლუციაში, რომლის მიღებასაც ევროპარლამენტი გეგმავს. სტუმრებს მივაწოდეთ ინფორმაცია საპარლამენტო რეფორმების კუთხით  მიღწეული პროგრესის შესახებ. ასევე, სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ პარლამენტის ის ფუნქცია, რასაც ზედამხედველობა ჰქვია”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები