„ხელოვნურ ბარიერებსა და მავთულხლართებზე ადამიანური ურთიერთობები გაიმარჯვებს”

ხელოვნური ბარიერი ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ომის შედეგად მიღებული ტკივილი გამძაფრდეს და გაძლიერდეს – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე, საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოკუპანტების მიერ ხნულების გავლების ფაქტს.
ფოფხაძის თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ თუ მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები იქნება, ეს მის საოკუპაციო პოლიტიკას უზრუნველყოს.
„ეს წინააღმდეგობები რომ არა, ადამიანები ერთმანეთთან ილაპარაკებდნენ და საომარი და საჩხუბარი არაფერი გვექნებოდა. ამ შემთხვევაში, ოკუპირებულ და სხვა ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ვგულისხმობ. ხელოვნური ბარიერი ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ომის შედეგად მიღებული ტკივილი გამძაფრდეს და გაძლიერდეს. ისევ საერთშორისო თანამეგობრობას უნდა მივმართოთ. რუსეთს მიაჩნია, რომ თუ მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები იქნება, ეს მის საოკუპაციო პოლიტიკას უზრუნველყოს. ვფიქრობ, რომ ამას ვერ უზრუნველყოფს, რადგან საბოლოო ჯამში, ხელოვნურ ბარიერებსა და მავთულხლართებზე ადამიანური ურთიერთობები გაიმარჯვებს”, –განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები