ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ, რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან.