ისრაელ კაცი: ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში მანამდე დარჩებიან, ვიდრე “ჰეზბოლას” საფრთხე იარსებებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში “უსაფრთხოების ზონას” მანამ გააკონტროლებენ, სანამ რადიკალური დაჯგუფება “ჰეზბოლას“ საფრთხე სრულად არ იქნება აღმოფხვრილი,- ამის შესახებ გამოცემა Times of Israel-ი წერს.

“ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში სრული ძალით გააგრძელებს მოქმედებას „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. ასობით ათასი სამხრეთელი ლიბანელი, რომლებიც ჩრდილოეთით არიან ევაკუირებულნი, ლიტანის მდინარის სამხრეთით არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ ჩრდილოეთის [ისრაელის] მაცხოვრებლების უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კაცმა.

მან აღნიშნა, რომ ლიტანის მდინარეზე გადებული ყველა ხიდი, რომელსაც “ჰეზბოლა” სამხრეთ ლიბანში მებრძოლებისა და იარაღის გადასატანად იყენებდა, აფეთქდა და ისრაელის თავდაცვის ძალები დარჩენილ გადასასვლელებსა და უსაფრთხოების ზონას ლიტანამდე გააკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები