სომხეთის მმართველი პარტია ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

ამ წუთებში, სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სხდომა დაიწყო, სადაც პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხის განხილვა მოხდება. არსებული ინფორმაციით, მმრათველი პარტია ნიკოლ ფაშინიანის სასარგებლოდ მისცემს ხმას. დეპუტატების საერთო რაოდენობის ერთმა მესამედმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა უკვე წარადგინა. მას პარლამენტში შემავალი ოთხი პარტიიდან მხარს სამი პარტია უჭერს.
კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ხმების უმრავლესობით ირჩევს. 105-მანდატიან პარლამენტში, პრემიერის ასარჩევად, 53 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სომხეთის პარლამენტი დაშლილად გამოცხადდება და ვადამდმელი არჩევნები დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები