ავღანელმა პოლიციელებმა თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს

ავღანეთში პოლიციელებმა თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს. სამართალდამცველების ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმკვლელი ტერორისტი, სისხლის ჩაბარების ღია პუნქტთან, ე.წ. შაჰიდის ქამრის დეტონაციას აპირებდა.
როგორც კი თვითმკვლელი ტერორისტი სისხლის ჩაბარების პუნქტს მიუახლოვდა, პოლიციამ მას იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. უარის მიღების შემდეგ კი, მისი მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს.
ინციდენტისას, მხოლოდ თვითმკვლელი ტერორისტი გარდაიცვალა. სხვა დაშავებულების შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება. ინციდენტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
გასული თვის მანძილზე, ქაბულში რამდენიმე აფეთქების სერიის შედეგად, უკვე ათობით ადამიანია გარდაცვლილი. ტერორისტული აქტების გახშირებას ავღანეთში, შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები