ისრაელი-პალესტინის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისას 1100 პალესტინელი დაშავდა

ისრაელი-პალესტინის საზღვარზე ებრაელ ჯარისკაცებსა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, 1100 პალესტინელი დაშავდა.

პალესტინური მხარის ინფორმაციით, ებრაელმა ჯარისკაცებმა მომიტინგეების მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს და მომწამვლელი გაზიც გაუშვეს, რის შედეგადაც, 80 პალესტინელს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღნიშნება, ხოლო 800-ზე მეტი გაზითაა მოწამლული. პროტესტის მონაწილეებმა ისრაელი-პალესტინის საზღვართან ახლოს საბურავები დაწვეს, რათა ებრაელი სნაიპერებისთვის ზუსტი გასროლის შესაძლებლობა არ მიეცათ. მათ ებრაული არმიის კუთვნილი ორი დრონიც ჩამოაგდეს, რასაც ებრაულ სამხედრო უწყებაშიც ადასტურებენ.

ებრაული სამხედრო უწყება კი აცხადებს, რომ მათი არმია სახელმწიფო საზღვარს იცავდა აგრესიულად განწყობილი პალესტინელებისგან. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მათ მსოფლიო საზოგადოების აღშფოთება გაითვალისწინეს და ეცადნენ, რაც შეიძლება ნაკლებად სერიოზული დაზიანებები მიეყენებინათ აგრესიულად განწყობილი პირებისთვის.

ისრაელი-პალესტინის საზღვარზე უკვე თვეზე მეტია, რაც ყოველ პარასკევს საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც პალესტინელებმა „დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს. შეტაკებების შედეგად, უკვე 50-მდე პალესტინელია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები