„საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

ორი დღის წინ, „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 22 წლის თბილისის მკვიდრი გათავისუფლებულია. ის ცხინვალის რაიონის, სოფელ სათიხარში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოქმედებდა ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ და ამის შემდეგ გაირკვევა, რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდის დაკავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები