ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – გიორგი მღებრიშვილი შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა (ფოტოკოლაჟი)

ბორჯომში, სოფელ საკირეთში ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ბორჯომში, სოფელ საკირეში მიემგზავრება.
გიორგი მღებრიშვილი ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ხანძრის შედეგად, ხმელი ხეები და ბუჩქები დაიწვა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60 მეხანძრე მაშველი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები