ვაჟა-ფშაველას III კვარტალში სკვერისა და სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას III კვარტალში ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს .

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, N10-15 კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს.

ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

„მიხარია, რომ კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება უბანს. აღნიშნულ მისამართზე ბევრი საცხოვრებელი კორპუსია. ადგილობრივებს ექნებათ ადგილი, სადაც ვარჯიშს, დასვენებას და გართობას შეძლებენ. ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, ასევე, ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონი, საპარკო სკამები, მოეწყობა სარწყავი და განათების ქსელები, დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტის მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ბექა გელენავა გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები