კონფერენცია „განიარაღება და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართება

   კონფერენცია – „განიარაღება და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართება „კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა“ (ICCN) და მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის – „საქართველოს“ ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით „განიარაღება და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართება. როგორც “კვირას“ კონფერენციის ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციის მიზანს საქართველოში მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობა წარმოადგენს.
“აღნიშნულ კონფერენციაზე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ საქართველოში მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის პოტენციური თანამშრომლობის პერსეპექტივებზე ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ეკოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, თუ რა როლი შეიძლება მოახდინოს საქართველომ აღნიშნული მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში“,- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიებაში სამხედრო, გარემოს დაცვისა და ეკონომიკური ექსპერტები და აგრეთვე, საერთაშორისო საზოგადოება მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები