ავსტრიაში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა

ავსტრიის დასავლეთით, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ავიაკატასტროფა ქალაქ ინსბურგთან მდებარე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი გარდაიცვალა. ორივე მათგანი შვეიცარიის მოქალაქეა.
ამ დროისთვის, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, კატასტროფის მიზეზების დასადგენად, სპეციალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები