თურქული სერიალის ქართული სცენარი – „1001 ღამის“ გმირი ქუთაისელ ნათესავს ეძებს

თურქული სერიალის „1001 ღამის“ ვარსკვლავი მელაჰატ აბასოვა საქართველოში მის ნახევრად ქართველ ნათესავს ეძებს. პოპულარული თურქული სერიალის გმირს „კვირას“ მეშვეობით თავისი დიდი ბაბუისა და მისი ქუთაისელი მეუღლის შვილის, ალი მამედოვის პოვნის იმედი აქვს. მელაჰატ აბასოვა აზერბაიჯანელი რეჟისორი და მსახიობია, რომელიც ქორწინების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად თურქეთში, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ქართველებისთვის ცნობილი გახდა სერიალიდან „1001 ღამე“, რომელიც ქართველ მაყურებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
„კვირას“ მელაჰატ აბასოვა აზერბაიჯანში, ქალაქ შეკიში ერთ-ერთი აზერბაიჯანული ტელევიზიის პრეზენტაციაზე ჩასვლისას ესაუბრა და იმდი გამოთქვა, რომ პორტლის მეშვეობით მისი ნათესავის პოვნას შეძლებს. როგორც მსახიობი და რეჟისორი ჰყვება, მის ბაბუას მუჰამედ იბრაჰამ მამედოვს ცოლად ჰყავდა ქუთაისელი ქალი, სახელად თამარა, რომელისგანაც შეეძინა შვილი სახელად ალი. ქუთაისელი თამარა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ახლა მსახიობი მათ შვილს ალი მამედოვს ეძებს. მელაჰატ აბასოვას თქმით, მას უთხრეს, რომ ალი მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა. თურქული სერიალების ვარსკვლავს აღნიშნული ინფორმაციის არ სჯერა და „კვირას“ მეშვეობით ალის ძებნას აგრძელებს.
მუჰამედ იბრაჰამ მამედოვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ირანში, ქალაქ თავრიზში ცხოვრობდა. მუჰამედი სუკის (კაგებე) თანამშრომელი იყო და ორ გვარს ატარებდა. მისი აზერბაიჯანული სახელი იყო მუჰამედ იბრაჰიმ მამედოვი, ხოლო ირანული – მირაბდულა მელიქზადე.971906_862639950430689_872146327412957629_n
გთავაზობთ აზერბაიჯანში ჩაწერილ ინტერვიუს. ინტერვიუს ჩაწერის პროცესს თურქული სერიალების კიდევ ერთი ვარსკვლავი სელმა ქუთლუ ესწრება. მან ინტერვიუზე დასწრების სურვილი თავად გამოთქვა. „კვირას“დაეხმარა ქალაქ შეკის ტელეკომპანია “Kanal S”- ი და მელაჰატ აბასოვასთან ინტერვიუ სწორედ “Kanal S”- ის სტუდიაში ჩავწერეთ. ირანული “Kanal S”- ის დირექტორმა რაშად მამედოვმა განაცხადა, რომ თუ ალის იპოვიან, იგი მზად არის, ის აზერბაიჯანში მიიწვიოს და ნათესავების შეხვედრა მოაწყოს.
„ბაბუას მეუღლე, თამარა იყო ქართველი ქალაქ ქუთაისიდან. ის სარეცხის გაფენის დროს აივნიდან გადავარდა და უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. მათ ჰყავდათ ვაჟი სახელად ალი. ის სამხედრო მფრინავი იყო. ჩვენ გვითხრეს, რომ ალი მეორე მსოფლიო ომის დროს გრდაიცვალა, მაგრამ ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ზუსტად არ ვიცით, შეიძლება ის ახლაც ცოცხალია. ალი თამარას ერთადერთი შვილი იყო. მე ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს ქართველებთან და მათ თეატრთან. ჩვენ ფესტივალზე ქართველ მსახიობებთან ერთად რამდენჯერმე მივიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა სპექტაკლში, ძალიან დავმეგობრდი საქართველოს თეტრალური დასის მსახიობებთან. მე მოვუყევი მათ ჩემი ისტორია და ის, რომ მე საქართველოსთან ნათესაობა მაკავშირებს. მე იმედი მაქვს, რომ თქვენი პორტალის მეშვეობით ვიპოვი ჩემი დიდი ბაბუის შვილს“, – განაცხადა მსახიობმა.
მელაჰატ აბასოვა აზერბაიჯანელი რეჟისორი და მსახიობია, რომელმაც უამრავი როლი შეასრულა როგორც თეატრში, ისე ფილმებსა და სერიალებში. ქორწინების შემდეგ მსახიობი საცხოვრებლად თურქეთში გადავიდადა, ახლა ის თურქეთის საქალაქო თეატრშიც მუშაობს. მსოფლიოში ცნობილი სერიალის „1001 ღამის“ გმირი, როდესაც სერიალში გადასაღებად მიიწვიეს, იგი ამით აღფრთოვანდა, თუმცა ერთი სირთულე შეექმნა. მას გოგონა ახალი შეძენილი ჰყავდა. სერიალის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ისინი ყველა სირთულეს გადალახავდნენ. მსახიობმა სერიალში თამაშისთვის ტექსტი ერთ კვირაში ისწავლა. სერიალის რეჟისორი აბასოვასთან მანამდეც თანამშრომლობდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი მიწვევა.
„1001 ღამეში“ აზერბაიჯანელი მსახიობი მეჰრიბანის დადებითი პერსონაჟის როლს ასრულებდა. იგი სერიალში შვილსა და ქმარს კარგავს, თუმცა მანამდე ის მისი მეუღლის დონორი ხდება.
აზერბაიჯანელმა მსახიობმა პორტალ „კვირას“ წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ პორტალის მეშვეობით მის ნათესავს ალი მამედოვს იპოვის. თუკი თურქული სერიალების ვარსკვლავს ნათესავს მოვაძებინინებთ, ეს შეიძლება ახალი სერიალის სიუჟეტი გახდეს. მელაჰატ აბასოვა ხომ მსახიობობასთან ერთად პოპულარული რეჟისორიცაა. აბასოვა არ გამორიცხავს, რომ ალის პოვნის შემდეგ, სერიალს ქუთაისში გადაიღებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=J1I-qsay3DE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები