თალიბანის მებრძოლებმა რამდენიმე ტერორისტული აქტი ერთმანეთის პარალელურად მოაწყვეს

თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე ქალაქი აიღეს, პარალელურად კი ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოაწყვეს. შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანია გარდაცვლილი. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბებმა ავღანეთის ქალაქ აქ-ტაპაში გუბერნატორის სასახლე და პოლიციის ბლოკპოსტები აიღეს, ხოლო კუნდუზის პროვინციაში მდებარე ქალა-ე ზალში თალიბანის მებრძოლებსა და სამთავრობო არმიას შორის შეიარაღებული დაპირისპირება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მედიაში, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰელმანდის პროვინციაში თალიბანმა დანაღმული მანქანა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ააფეთქა, რასაც მინიმუმ 5 ადამიანი ემსხვერპლა.
თალიბებმა მასშტაბური საგაზაფხულო შეტევის შესახებ რამდენიმე დღის წინ მედიაში ინფორმაცია გაავრცელეს, მოძრაობის წარმომადგენლის მეშვეობით. ექსპერტები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას პროგნოზირებენ, რადგან შემოდგომაზე ავღანეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები