მამაკაცს, რომელმაც თბილისში მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე, დანით დაჭრა, 9 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული .. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 19, 108- მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, .თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N34-ში მდებარე შპსპიქსელ მენეჯმენტისშენობის მთავარ შესასვლელთან, .. –   ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს .. –   დანით  გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად .. – გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა .. 2017 წლის 8 სექტემბერს .თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 19, 108- მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  .დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები